რეგიონებში გარკვეულ საათებში მანქანით გადაადგილება დასაშვები ხდება

 საქართველოს რეგიონებში ავტომობილით გადაადგილებაზე გარკვეული ცვლილებაა. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ავტომობილებით გადაადგილება გარკვეულ პერიოდში დასაშვები იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისათვის. გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები(არაუმეტეს 3 პირი პირბადით),”- ნათქვამია თელავის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები – არაუმეტეს 3 პირი პირბადით. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილამდე გრძელდება.