რუსთავის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს მხარისა და ქალქის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ

  რუსთავის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ,ადგილზე იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე,სოლომონ პავლიაშვილი.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მანამ სანამ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული სტანდარტების დაცვა სრულად არ მოხდება,აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას ვერ გაახლებს. მათვე ინფორმაციით, ამ დროისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს ნებართვას ელოდებიან. 

მხარის გუბერნატორის განცხადებით, სადისტრიბუციო მწარმოებელ კომპანიებს და სოფლის მეურნეობის საქმიანობის მწარმოებელ პირებს გადაადგილების ნებართვა კონკრეტულ საათებში,მთავრობის გადაწყვეტილებით აქვთ და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს. 

  რუსთავის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ღია ტიპის ბაზრის გახსნის მოთხოვნით, დღეს ბაზრის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და საპროტესტოა აქცია გამართეს. მოვაჭრეები სპეციალური საშვების დაშვებას ითხოვენ, იმისთვის,რომ მათი თქმით, პროდუქტის შესაძენად სხვა რეგიონებსა და ქალაქებში ჩასვლა შეძლონ. 

📣📣 რუსთავში ღია ტიპის ბაზრის გახსნაზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად იმსჯელეს – როდის გაიხსნება ბაზარი და რაზე შეთანხმდნენ მხარეები ?!#რუსთავი #აგრარულიბაზარი

Geplaatst door TV4.ge op Donderdag 30 april 2020