რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება ბავშვების ბაღებში ჩარიცხვასთან დაკავშირებით ,განცხადებას ავრცელებს.
გაერთიანების ინფორმაციით, მომავალ სასწავლო წელს ბაგისა და 3-4 წლიან ბავშვთა ბაღში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, კონკრეტული თარიღი გადაწყვეტილი არ არის. გაერთიანების ცნობით, თარიღთან დაკავშირებით, მშობლები წინასწარ იქნებიან ინფორმირებულები.
“თქვენი ინტერესიდან გამომდინარე,რაც ეხება მომავალ სასწავლო წელს ბაგისა და 3-4 წლიან ბავშვთა ბაღში ჩარიცხვას, გაცნობებთ, რომ ჯერ-ჯერობით კონკრეტულ თარიღი არ არის გადაწყვეტილი.ამ ასაკის ბავშვების ბაღში დარეგისტრირება და განცხადებების მიღება, როგორც წესი,
ხდება მაის- ივნისში.თარიღს გაცნობებთ ჩვენი გვერდიდან და ტელევიზიის საშუალებით.ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს გისურვებთ!”-ნათქვამია გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.