რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრის 72 ბენეფიციარი სასურსათო კალათით დახმარებას მიიღებს. როგორც ცენტრის დირექტორი, ნანა ზერეკიძე ქრონიკასთან საუბარში აღნიშნავს, დახმარებას ის ბენეფიციარები მიიღებენ, რომლებიც შშმ ცენტრში კვებით სარგებლობენ.
სასურსათო დახმარებას ბენეფიციარებს მუნიციპალიტეტის და ცენტრის თანამშრომლები საცხოვრებელ მისამართზე მიუტანენ.
“ეს აქცია ემსახურება 72 ბენეფიციარს. მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც სარგებლობენ ცენტრში კვებით. ეს არის საკვები, რასაც მოიხმარენ ბენეფიციარები კვებაზე. აი, ეს პროდუქტები გადავანაწილეთ 72 ბენეფიციარზე და მერიის დახმარებით ყველას ოჯახებში დაურიგდებათ,” – განაცხადა ნანა ზერეკიძემ.