რუსთავში კორონავირუსის ორი შემთხვევაა დადასტურებული. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, რუსთავში დღეს დაფიქსირებული ახალი შემთხვევა საჯარო პირის ოჯახის წევრს უკავშირდება.
რაც შეეხება საჯარო პირს, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მას ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა კორონავირუსის კლინიკური დადასტურების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.
ქალაქში დადასტურებული მეორე შემთხვევა შუახნის ქალს უკავშირდება, ის კლინიკაში გუშინ გვიან ღამით გაიყვანეს და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.









