დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავში სააღდგომო კალათების გაცემის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც რუსთავის მერია ახორციელებს.
სადღსასწაულო საჩუქარს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები , აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანების ოჯახის წევრები, ქალაქში არსებული დღის ცენტრისა და მოხუცთა სახლების ბენეფიციარები მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ სააღდგომოდ, პასკებისა და ტკბილეულის სასურსათო ნობათი ჯამში 630-ზე მეტ ბენეფიციარს გადაეცემა.
როგორც tv4- ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სასაჩუქრე კალათების განაწილება დღესვე დასრულდება.











