საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის მთავარი სამმართველოს გენერალური დირექტორის, ჟერომ სალომონის განაცხადებით, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა  რაოდენობამ 20 000 გადააჭარბა. 

„დღეს სიმბოლურ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ზღვარს გადავაბიჯეთ – ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა. ამ მომენტისთვის საფრანგეთში კორონავირუსს 20 255 ადამიანი ემსხვერპლა“, – განაცხადა ჟერომ სალომონმა.

საფრანგეთში ამ დრომდე ვირუსით 114 657 ადამიანი დაინფიცირდა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 37 409-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.