საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 23 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში სულ კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 783 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პირი.









