საქართველოში კორნავირუსისგან კიდევ სამი ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში კორონავირუსისგან 26 ადამიანი განიკურნა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადსატურებული. კარანტინის რეჟიმში 5 437 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260 პირი.