საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა. მათგან 86 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, 4 კი – გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 094 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 547 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.