საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე, 5 კი – გარიდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 949, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555 ადამიანი.







