საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 168-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე STOPCOV.GE ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული. 6 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
კარანტინის რეჟიმში – 5085 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი რჩება.