საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ-სპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და თანმხლები დაავადებები ჰქონდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნებოდა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შეთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 გამოჯანმრთელდა.









