საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 31 პირი განიკურნა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5526 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 31 ადამიანი.









