საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 159 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – STOPCOV. GE განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ვირუსით ინფიცირებულთა მათ შორის გამოჯანმრთელებულია 31 მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი.
ინფორმაციისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.









