საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – STOPCOV. GE  განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ვირუსით ინფიცირებულთა მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 მოქალაქე.

ინფორმაციისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება  5067 ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 პირი. ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი.