საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.ინფორმაცია თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დაადასტურა.
ლევან რატიანის განცხადებით, გარდაიცვალა 81 წლის პაციენტი. ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში სამ აპრილს შეიყვანეს. ექიმების ცნობით პაციენტის მდგომარეობა, მიმღებშივე კრიტიკულად შეფასდა.
” ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითქმია, გულის ქონიკული უკმარისობა, არტერიული გიპერტენზიით“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.
გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ცნობითვის, ამ დრომდე ქვეყანაში COVID 19-ისგან 36 ადამიანი განიკურნა









