საქართველოში კორონავირუსისგან 56 ადამიანი განიკურნა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსისგან ინფიცრებული 56 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის 233 შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 856 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პირი.