საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19 უკვე 300 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსისგან 69 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 

კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462 მოქალაქე რჩება.

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა.