საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი განიკურნა. ქვეყანაში ამ დროისთვის, COVID19-ისგან 71 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე stopcov.ge არის ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.