საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ამ დროისთვის, COVID19-ისგან 74 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე stopcov.ge განთავსდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 336 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 74 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.