გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 -20 აპრილს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა 18 – 19 აპრილს დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +24+29 გრადუსამდე მოიმატებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 21 აპრილიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12+17 გრადუსამდე დაიკლებს.









