საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით, სპეციალური მობილური აპლიკაციების დანერგვაზე მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
თამარ გაბუნიამ,მედიის წარმომადგენლის კითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, აპლიკაციები ტელეფონებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დანერგილია და ის კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან , ზოგიერთ შემთხვევაში აპლიკაცია მოქალაქეს აფრთხილებს, რომ იმყოფება შესაძლო ინფიცირებულ პირთან ახლოს.
„იგეგმება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება და ტექნიკური უზრუნველყოფა, რათა დაინერგოს ჩვენთანაც ეს მოდელი“ , – განაცხადა თამარ გაბუნიამ.









