ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ ცენტრში მყოფ სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც ცენტრის პროფესორმა, ზაზა ავალიანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, პაციენტები უკვე შესაბამის კლინიკებში არიან გადაყვანილი.
“ჩვენთან სამი ადამიანია იდენტიფიცირებული და გადაგზავნილია შესაბამის კლინიკებში. ცხელების ცენტრი აბსოლუტურად იზოლირებულია ყველა სხვა ტერიტორიიდან და სივრციდან. ჩვენთან 100-მდე პაციენტი გადის მკურნალობას ტუბერკულიოზის ეროვნული პროგრამით. ყველა პირობას ვუქმნით პაციენტებს, რომ მათს ჯანმრთელობას ზიანი ამ ინფექციით არ მიადგეს”, – განაცხადა ზაზა ავალიანმა.
აღსანიშნავია, რომ კლინიკაში არსებულ ცხელების ცენტრში დღეს კიდევ 9 პაციენტის პასუხს ელოდებიან. ამასთანავე, ინფორმაცია, ტუბერკულოზის ცხელების ცენტრიდან გადაყვანილი კოვიდინფიცირებული პაციენტების შესახებ, თავდაპირველად რესპუბლიკურმა საავადმყოფომ გაავრცელა.









