უცნობმა პირებმა ოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. გატეხილია შესაწირი ყუთები.ეკლესიიდან წაღებულია სანთლისა და სეფისკვერის თანხა.
როგორც ცნობილი ხდება შემეთხვევა გვიან ღამით მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
წყარო:1tv