ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების არეალი იზრდება-უახლესი ინფორმაციით „კოვიდ 19“- ის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა თეთრიწყაროს, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.
ჯამში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მხარეში 13-ით გაიზარდა და 137 შეადგინა.
მხარის პირველი პირის,შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,რომელიც ცნობილ სამედიცინო კლასტერს უკავშირდება და ინფიცირებულია 5 სამედიცინო სფეროს წარმოამდგენელი.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ახალი შემთხვევები დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გავცრელების არეალიდან, საიდანაც კორონავირუსის 7 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ხუთი თეთრიწყაროს მკვიდრი არ არის,ხოლო ორი მუნიციპალიტეტის მცხოვრებელია და იგივე კლასტერთან არის კავშირში.ჯამში თეთრწიყაროში ინფიცირებულების რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 22 შეადგინა.
რაც შეეხება მარნეულს, კოვიდინფიცირებული პაციენტი, სოფელ მარადიდის ოჯახურ შემთხვევას უკავშირდება.ინფიცირებული პირი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და მისი კონტაქტები ცნობილია.
ჯამში ქვემო ქართლის მხარეში ვირუსის 137დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება,საკარანტინო სივრცეში იმყოფება 240 ადამიანი ,ხოლო თვითიზოლაციაშია 300 -ზე მეტი პირი.
COVID19-ის ახალი შემთხვევები ქვემო ქართლში🔉ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 137-მდე გაიზარდა🔉ახალი შემთხვევები ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში დაფიქსირდა🔊უახლესი ინფორმაცია რეგიონიდან #ქვემოქართლი #რეგიონი #ქვემოქართლშისახელმწიფორწმუნებული #COVID19
Geplaatst door TV4.ge op Dinsdag 28 april 2020