ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსისგან 17 ადამიანი გამოჯანმრთელდა,მათ შორის ექვსი რუსთავიდან ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.
მხარის პირველი პირის განცხადებით, უახლოეს დროში ელოდებიან დანარჩენი რუსთაველი პაციენტების გამოჯანმრთელებასაც.
შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მხარეში “კოვიდ 19″ -ის 84 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 61 კოვიდინფიცირებული პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
რაც შეეხება რუსთავსა და მარნეულს, სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა.