ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ცეცხლი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უახლოვდება.
უკრაინელი მეხანძრეები აცხადებენ, რომ ამჟამად ხანძარი კონტროლს ექვემდებარება, რასაც ხელი ბოლო დროს გახშირებულმა წვიმამ შეუწყო. თუმცა ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 415 ადამიანი და 98 ერთეული სპეცტექნიკა, მათ შორის თვითმფრინავები და ვერტმფრენებიც.
ინფორმაციისთვის, ჩერნობილში ცეცხლის განზრახ და დაუდევრობით გაჩენის ბრალდებით პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.