ხვალიდან, ოთხი დიდი ქალაქი, მათ შორის რუსთავი ჩაიკეტება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის ინფორმაციით,მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 15 აპრილიდან 21:00 საათიდან დიდი ქალაქებში – თბილისი, რუსთავი ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის მოძრაობა იყოს აკრძალული 10 დღით.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, ქალაქში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული, ათი დღით, მაქსიმალურს ვაკეთებთ იმითვის ,რომ მსხვილ ქალაქებში მობილობის დოზა დავწიოთ ქვემოთ. “-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა