ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წინ დიდი გზაა გასავლელი და მსოფლიოში კორონავირუსის კრიზისი მალე არ გადაივლის.
ჯანმო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ საერთაშორისო მიმოსვლის განახლება რისკების ფრთხილად მართვას მოითხოვს.
„ქვეყნების უმეტესობა ეპიდემიის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე არიან, ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებსაც პანდემია ნაადრევად შეეხო, შემთხვევების რიცხვი მაღალია. არ შევცდეთ, ჩვენ წინ გრძელი გზა გვაქვს. ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება“, – განაცხადა გაბრეიესუსმა.