ადამიანი ძალიან გადამდებია , როდესაც კლინიკა დაეწყება- პაატა იმნაძე

ადამიანი ძალიან გადამდებია, როდესაც კლინიკა დაეწყება, განსაკუთრებით კი, როცა ხველა დაეწყება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ  განაცხადა.

თუმცა როგორც ის განმარტავს, ადამიანი შეიძლება იყოს გადამდები კლინიკის დაწყებამდე 1 დღით ადრეც.

„ჩვეულებრივი ინკუბაციური პერიოდი არის 5 დღე, პლიუს-მინუს 2 დღე ანუ 7 დღე, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ არის საკმაოდ დიდი პროცენტი, რომ გამოუვლინდა 7 დღის მერე, ამიტომ არის აღებული 14 დღე“-განაცხადა პაატა იმნაძემ.