ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა – შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

ფოტო: ipn.ge