აზერბაიჯანულმა მხარემ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს მოსახლეობაში დასარიგებლად 200 სასურსათო კალათა გადასცა.
როგორც აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ გასანოვმა “TV4-თან” საუბრის დროს აღნიშნა, დახმარების ფარგლებში მოწყვლადი ჯგუფები აზერბაიჯანისგან პირველადი მოხმარებისა და გადაუდებელი აუცილებლობის ნივთებისა და პროდუქტებს მიიღებენ.
“დახმარების ფარგლებში მოწყვლადი ჯგუფები აზერბაიჯანისგან პირველადი მოხმარებისა და გადაუდებელი აუცილებლობის ნივთებისა და პროდუქტებს მიიღებენ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს აქცია არ იყოს ერთჯერადი ხასიათის. გვსურს, რომ ორი კვირის შემდეგ სასურსათო პაკეტებით დახმარება საქართველოს სხვა რეგიონებსაც გავუწიოთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით დავეხმაროთ ქართველ მოსახლეობას, ეს ერთხელ კიდევ არის ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენ საუკუნეების მანძილზე მოვდივართ მეგობრობით, ერთმანეთის მხარდაჭერით და ეს არის კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები.”,- აღნიშნა დურსუნ გასანოვმა.
სასურსათო პაკეტების გადაცემის ფარგლებში ერთმანეთს აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვდნენ.
მხარეებმა რეგიონის წითელ ზონებად გამოცხადებულ მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე, გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ცნობით, “აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციამ საქართველოში” მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ STOPCOV ფონდში 1 000 000 ლარამდე ჩარიცხა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გუშინ მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები ოჯახებისთვის მუნიციპალიტეტების მერიას 600-მდე სურსათი გადასცა.