ამირან გამყრელიძე – პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, არ წახვიდეთ ეკლესიებში

“ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ეს მოწოდება, არ წახვიდეთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან,” – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ეკლესიაში წასვლით მრევლი კორონავირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვება.

„ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ეს მოწოდება, არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ილოცებენ მამაოები, მღვდელმთავრები, ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან. პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.