ამირან გამყრელიძე – ჩვენთვის საკმაოდ რთული იქნება ეს თვე და მაისის პირველი ნახევარი

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ამირან გამყრელიძის თქმით კორონავირუსის გამოვლენის პიკს ქვეყანაში აპრილის მეორე ნახევრიდან ელოდებიან. 

ჩვენთვის საკმაოდ რთული იქნება ეს თვე და შესაძლებელია, მაისის პირველი ნახევარი. ზრდა შემთხვევებისა იქნება. შეკავების ფაზა მაქსიმალურად გაიწელა, ჩვენ შევაკავეთ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება, ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად.

დაახლოებით მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის და ამ კვირის ბოლოს რასაც ვპროგნოზირებდით იმაზე ოდნავ ცოტაც არის. შემიძლია გითხრათ, ასევე,  ვპროგნოზირებთ შემდეგი კვირის შემთხვევებს როგორი იქნება და ვნახოთ. ამიტომ არის საჭირო და აუცილებელი ყველამ დავიცვათ ის წესები, რასაც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა, რასაც გულისხმობს კარანტინი და თვითიზოლაცია.

პირადი ჰიგიენა, ნაკლები დიდი შეხვედრები და ნაკლები სუფრები, ნაკლები კი არა, საერთოდ აკრძალულია. პირველი იარაღი ამ ბრძოლაში გახლავთ სოციალური დისტანცირება! მთავარი რაც ახლა გვჭირდება არის სოციალური დისტანცირება. წამალი არა, წამალი უკვე დაინფიცირებულ ადამიანზე გვჭირდება, მაგრამ რომ არ დაინფიცირდეს ხალხი, გვჭირდება სოციალური დისტანცია”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, 2 დაინფიცირებულ ექიმს რთული კლინიკური მდგომარეობა არ აქვთ. იდენტიფიცირებულია ათეულობით კონტაქტი და კიდევ გრძელდება კავშირების შესწავლა. მან მადლობა გადაუხადა სამედიცინო სფეროს ყველა თანამშრომელს და აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული, არის თავდადებული ადამიანი.