ანდრია ჯაღმაიძე – სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, აღდგომას სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას.

„ასევე, აღსანიშნავია სასაფლაოზე გასვლის საკითხი. აღდგომა დღეს, სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა დღევანდელ დღეს, დღევანდელ რეალობას, ამიტომ აქაც არაფერი არ ირღვევა, თუ ჩვენ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც გათვალისწინებით იმ შეზღუდვებისა, რასაც გვიწესებს ხელისუფლება, არ გავიდეთ საფლავზე“ , – განაცხადა ჯაღმაიძემ.

 საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ  მრევლი  ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე უნდა მივიდეს და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე. 

” ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე ტაძარში და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე. ეს არის შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რომ მრევლს შეეძლება, სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში.

უნდა გავითვალისწინოთ სხვა შეზღუდვებიც, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან გვაქვს. შეეხება ეს ყველა იმ რისკჯგუფს, იქნება ეს დაავდების მქონე, რაიმე სიმპტომების მქონე, ასევე ბავშვებს, ამ ადამიანებს ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, რომ როგორც მითითებულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებში, ზედმიწევნით გაითვალისწინონ ეს. ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია მათთვის, ვისაც სახლშ ყავს ასეთი რისკჯგუფში შემავალი ადამიანი, მათ უნდა ყველამ გაითვალისწინოს, რომ ეს დაავადება, რომელზეც ყველაფერი ცნობილი არ არის, წარმოადგენს საშიშროებას, ამიტომ უნდა გამოვიჩინოთ ყველამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სხვებისთვისაც“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.