საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საპატრიარქო ხვალ გაახმაურებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ ჩატარდება სააღდგომო ღვმთისმსახურება.
მისი თქმით, გარკვეული დეტალები ზუსტდება და ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ამის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი, ნაჩქარევი იქნება რაღაც ვარაუდები გამოვთქვა, ხვალამდე უნდა მოვიცადოთ.
ჩვენ ვიცით ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები, რაც არის მიღებული და ვცდილობთ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით აღვასრულოთ მსახურება. ზოგადად, ეს არის და ხვალ ცოტა უფრო დაწვრილებით რაღაც დეტალებზე შესაძლებელი იქნება საუბარი.
ვნახოთ, რა პოზიცია ექნება საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, მე ვერ ვიტყვი მათ ნაცვლად, თუმცა ჩვენი ზოგადი მოწოდება როგორიც იყო აქამდე, რომ არ უნდა დავარღვიოთ მითითებები, კანონი არ უნდა დავარღვიოთ, ეს შენარჩუნდება. ყველაფერს დავაზუსტებთ, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ კანონი არ დავარღვიოთ.
ერთმნიშვნელოვნად, ჩვენ მოვუწოდებთ მრევლს, რომ კანონი არ დაარღვიონ“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.