აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. „სპუტნიკ-აბხაზიის“ ინფორმაციით, შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა. 

დაინფიცირებული გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ „რესპუბლიკის“ მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.

სკორიკის თქმით, მომავალში ინფიცირების  შემთხვევები უფრო გახშირდება, რადგან აფხაზეთის მცხოვრებლები არ ემორჩილებოდნენ იმ მოთხოვნებს, რომელსაც “მინისტრთა კაბინეტი” აქვეყნებდა.

„ავადმყოფი ჰოსპიტალიზებული და იზოლირებულია. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი მოსკოვიდან არის ჩამოსული, სადაც მივლინებით იმყოფებოდა“, – განაცხადა ლუდმილა სკორიკმა.