ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში კორონავირუსს ხუთი თვის ჩვილი ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილი გოგონა 21 მარტს გადაიყვანეს საავადმყოფოში. ბავშვს გულთან დაკავშირებული პრობლემები დაბადებიდან აღენიშნებოდა.
ხუთი თვის ნიუ იორკელი ბავშვი აშშ-ში „კოვიდ-19“-ის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია.
სულ ქვეყნის მასშტაბით 2 აპრილიდან დღემდე ახალ კორონავირუსს ერთიდან 14 წლამდე ასაკის სამი ბავშვი ემსხვერპლა.









