ბარსელონიდან სამშობლოში საქართველოს 177 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა სპეცრეისი ბარსელონადან, რომლითაც სამშობლოში 177 ადამიანი დაბრუნდა.

მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება და სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით აჭარაში განლაგებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

25 აპრილის მონაცემებით, სამშობლოში 7 786 ადამიანი დაბრუნდა.