ბაქოში ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

ბაქოში ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, “ტვიტერის” მეშვეობით აზერბაიჯანელ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 “ამაღამ ბაქოში ჰეიდარ ალიევის ცენტრი განათებულია ქართული დროშის ფერებით. მადლობა მხარდაჭერისთვის, ეს არის სოლიდარობის შესანიშნავი გამოხატვა აზერბაიჯანელი ხალხისგან. #StrongerTogether”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.