ბზობის დღესასწაული მარნეულში

ბზობის დღესასწაული მარნეულშიც აღნიშნეს.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, ქალაქ მარნეულში მდებარე მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღევლინა .

მორწმუნეები ეკლესიის ეზოში,რეკომენდაციების შესაბამისად დისტანციით იყვნენ განლაგებულნი.

ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებოდნენ, ჩატარდა ზიარებაც.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში მიმდინარეობს.

 

 

 

ფოტო:1tv.ge