ბოლნისის ეპიდემიოლოგებს ლუგარის ლაბორატორიიდან სამი ჯგუფი დაემატა

ბოლნისის ეპიდემიოლოგებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბოლნისს ეპიდემიოლოგების სამი ჯგუფი დაემატა.

ჯგუფები ლუგარის ლაბორატორიის სპეციალისტებისგან არიან დაკომპლექტებული. შოთა რეხვიაშვილის გაცხადებით, წითელ ზონაში მოხდა რისკ-ჯგუფების განსაზღვრა და ბოლნისში რისკჯგუფებს 300 ადამიანი მიეკუთვნა. 

მხარის პირველი პირის ინფორმაციით, გუშინ ბოლნისიდან დედაქალაქში 95 საკვლევი მასალა გაიგზავნა,რომლის პასუხების დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

შოთა რეხვიაშვილმა, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სასურსათო და მედიკამენტური დახმარება მხარეში 21 500 მოწყვლად ჯგუფს გაეწია, რეგიონის საკარანტინო სივრცეებში რჩება 300 ადამიანი, თვითიზოლაციის მითითება მიცემული აქვს 600-მდე პირს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში განახლდა, საყოველთაო თერმოსკრინინგი, რისთვისაც ბოლნისში 7 მობილური ჯგუფი მუშაობს.

📢 #ვითარებარეგიონში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-უახლესი ინფორმაცია რეგიონის წითელი ზონიდან ✔რა ვითარებაა ბოლნისსა და მარნეულში

Geplaatst door TV4.ge op Maandag 20 april 2020