ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 პაციენტზე აღებული ტესტის პასუხი უკვე ცნობილია, ახალი კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტესტირება გუშინ 30 პირს ჩაუტარდა, მათგან 21 -ის პასუხი დილით გახდა ცნობილი. აღნიშნული პაციენტებიდა 2-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. რაც შეეხება დანარჩენ 9 ადამიანს, მათი პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, ორი დადასტურებული კონტაქტიდან , ერთია სასწრაფო სამედიცინო მძღოლის კარის მეზობელი,რომელსაც არ ჰქონდა შემდგომი კონტაქტები და მეორეა საწარმოს თანამშრომელი, რომლის კავშირებიც ასევე ცნობილია