ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1 300 აღსაზრდელს ერთი თვის მარაგი, 70 ლარის ღირებულების, არამალფუჭებადი პროდუქტები გადაეცემათ.
მუნიციპალიტეტშიპროდუქტების დარიგება დაწყებულია. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასურსათო პაკეტები რამდენიმე ოჯახში მიიტანა.