ბოლნისის ტერიტორია კიდევ 47-მა არარეგისტრირებულმა მოქლაქემ დატოვა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გადაყვანის მეექვსე ეტაპი განხორციელდა. მეექვსე ეტაპზე მუნიციპალიტეტის ტერიტორია 47-მა მოქალაქემ დატოვა.

ბოლნისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბოლნისის ტერიტორიიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი, მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების გადაყვანა აქტიურად მიმდინარეობს.

მეექვსე ეტაპის ფარგლებში ბოლნისის ტერიტორია 47-მა მოქალაქემ დატოვა. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში ბოლნისში მოუწიათ ყოფნა. მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვებენ სავალდებულო კარანტინს გაივლიან.