ბოლნისის ცხელების ცენტრში COVID 19-ზე სამი პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან

ბოლნისის ცხელების ცენტრში, COVID 19-ზე სამი პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან. როგორც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა Tv4-ს განუცხადა, ამ დროისთვის ცხელების ცენტრიდან სამი პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომელთა ნიმუშები ლაბორატორიაში გუშინ გვიან ღამით გადაიგზავნა. სამი პაციენტიდან,ერთი დმანისის მუნიციპალიტეტის მკვიდრია,რომელმაც ბოლნისის ცხელების ცენტრს მიმართა.  დანარჩენი ორი კი ბოლნისის მცხოვრებლები არიან. 

ცხელების ცენტრიდან, ანალიზების ნიმუშები გადაიგზავნება კიდევ ორ პაციენტზე,რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ.

ამასთან, ბოლნისში მოსახლეობის თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი გრძელდება. ბოლო მონაცემებით,მუნიციპალიტეტში განმეორებითი სამედიცინო შემოწმება, კარდაკარის პრინციპით, 5 700-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა,რომელთა შორის საეჭვო სიმპტომები არცერთს გამოუვლინდა.