ბოლნისი კიდევ 24-მა მოქალაქემ დატოვა

ბოლნისიდან იმ პირთა გაყვანის მესამე ეტაპი განხორციელდა, რომლებსაც მუნიციპალიტეტში დარჩენა მოუწიათ, მას შემდეგ რაც იქ მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

ამ დროის მონაცემებით, ტერიტორია ჯამში 153-მა პირმა დატოვა და სურვილის შემთხვევაში, მსგავსი კატეგორიის მოქალაქეების ტერიტორიიდან გაყვანა მომავალშიც გაგრძელდება.

ყველა მოქალაქე, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ტოვებს თბილისსა და რუსთავში განთავსებულ სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო ზონებში განთავსდება.