მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი ჩაიკეტა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდება. დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის შესასვლელებსა და გასასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყობა.
ამ დროისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 28 შემთხვევა ფიქსირდება.