ბოლნისში თერმოსკრინინგის პროცესი დაიწყო

ბოლნისში თერმოსკრინინგის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ავრცელებს. 

გოგი მეშველიანის ცნობით, პროცესი სოფელ ფარიზში დაიწყო და მასში, როგორც მოხალისეები ასევე, მუნიციპალიტეტის პირველი პირები არიან ჩართულები. 

“დღეს, სოფელ ფარიზში დილიდან დავიწყეთ თერმოსკრინინგის პროცესი, მოხალისეებთან და საკრებულოს დეპუტატთან ერთად.

ჩემი დიდი პატივიცსემა იმ სამედიცინო ჯგუფებს, რომლებიც აქამდე ატარებდნენ თერმოსკრინინგს. დღეს,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენად რთულ და მძიმე საქმეს ასრულებენ ისინი.

თერმოსკრინინგი ჩვენთან დროებით გაჩერდა იმის გარმო, რომ სოფლის ექიმების აბსოლუტური უნრავლესობა არის გადაყვანილი კარანტინის რეჟიმზე ან თვითიზოლაციაში და, პრაქტიკულად, იქ აღარ არსებობს რესურსი, რომ მათი ძალებით გაგრძელდეს თერმოსკრინინგი. დაწყებული გვქონდა უკვე მეორე ეტაპი. გარკვეულ დასახლებულ პინქტებში თერმოსკრინინგი არის ჩატარებული და ჩვენმა შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი და მოხალისეობრივი ჩართულობით გაგრძელდეს თერმსაკრინინგის მეორე ეტაპი.

ამ დროის მონსცემებით ჩვენს მიერ სკრინინგი გავლილი აქვს 100-მდე ადამიანს.”-აცხადებს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი